ქართველი ექიმის ნაშრომი კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამოცემაში მოხვდა.
პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
წიგნი ელექტრონული ფორმატით უკვე განთავსებულია „კემბრიჯ ქორის“ ონლაინ ბაზაში.
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი და დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია.