დეკანოზ თეოდორე გოგოლაძე ამ ეტაპზე უხერხულად მიიჩნევს იმაზე საუბარს, იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი.
რაც შეეხება კითხვას, შეასრულებს თუ არა მეუფე შიო მუჯირი პატრიარქის მოვალეობებს, დეკანოზი ამბობს, რომ ეს არც თავად მიტროპოლიტმა იცის.
„ამ ყველაფერს განაგებს უწმინდესი. უწმინდესი რასაც ეტყვის, იმას შეასრულებს. ეს იცის მხოლოდ ღმერთმა და ამაზე საუბარი უხერხულია. მითუმეტეს, როდესაც უწმინდესი ჯერ ჯანმრთელად გრძნობს თავს და შევთხოვთ უფალს მის ჯანმრთელობას,“ - განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ.