ცნობილი ამერიკელი სიურეალისტი, დევიდ ლინჩი, საქართველოს ეწვია. თბილისში დევიდ ლინჩის ფონდის პრეზიდენტთან კავკასიაში, გიგა აგლაძესთან, სტუმრად და საკუთარი ფონდის წევრებთან შესახვედრად ჩამოვიდა.
დევიდმა გიგა 3 წლის წინ გაიცნო, შემდეგ კი საქართველოში დავიდ ლინჩის სახელობის ფონდის კავკასიის ბიუროს გახსნა და ხელმძღვანელობა ჩააბარა.
სიურეალისტი რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, ფილმით სხვა სამყარო შექმნას, საკუთარი სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მისი ნამუშევრები შეიძლება, თითოეულმა განსხვავებულად ან საერთოდ ვერ გაიგოს.
საკუთარი ნამუშევრებიდან გამორჩეულად „საშლელთავა“ უყვარს. მისი ორი ფილმი კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა და თავად საუკეთესო რეჟისორის პრიზი მიიღო.
დავიდ ლინჩმა 4-დღიანი ვიზიტის დროს მოასწრო მაყურებელთან შეხვედრა, პრესკონფერენცია, ოფიციალური შეხვედრები და ქართული ცეკვისა და სიმღერის გაცნობა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.