18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
„ლეოგრანდში“ გარდაცვლილთა ახლობლები ხელისუფლებას საქმის დროულ გამოძიებას თხოვენ

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ხელისუფლებას საქმის დროულ გამოძიებას თხოვენ. დაღუპულთა ნათესავები მომხდარის მიზეზის დადგენას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. თავად ხანძრის ადგილზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ კი, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

პარალელურად, გუშინ მთელი დღის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში სასტუმროს თანამშრომლებისა და სტუმრების დაკითხვა მიმდინარეობდა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მესამე დღეა არ წყდება ხალხის ნაკადი, ადგილობრივები გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მომხდარის შემდეგ, დღეს პირველად "ლეოგრანდის" ხელმძღვანელობა განცხადების გაკეთებას გეგმავს.  

დღის ამბები