ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლებას ითხოვს მისი ოჯახი. ლუკავას მეუღლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება განგებ არ ცდილობს ლუკავას გათავისუფლებას.
ლალი ბასარიას მტკიცებით, გიორგი გიუნაშვილს სანაცვლოდ, ქართული მხარე აფხაზ პატიმარს ვერ გაცვლიდა, რადგან ასეთი ტყვე საქართველოს არ ჰყოლია.
„თუ ეს მოხდა რეალობაში, მაშინ რატომ მოხდა ეს მალულად - მე დავუსვამდი ხელისუფლებას ამ შეკითხვას. რუსეთი ითხოვდა ჩეჩენს და კაზაკს, საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობდა აფხაზი პატიმარი ან აფხაზი ტყვე. ლუკავა გიორგი შეწყალებულია დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილია 20 მაისს, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არის ვიღაც, იმას არ აწყობს ლუკავა გიორგის გათავისუფლება,“ - აცხადებს გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია.