საერთაშორისო ფონდი “SOS Talents” პარიზში საფორტეპიანო კონცერტს გამართავს. 7 დეკემბერს საახალწლო კონცერტი და საქველმოქმედო მიღება, მე-19 საუკუნის ბონაპარტების ისტორიული სასახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კონცერტი ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით იმართება და მასში 4 ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
კონცერტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელნები დაესწრებიან. სტუმრებს შორის იქნებიან ელიზეს კულტურის კაბინეტის წარმომადგენლებიც, რადგან ფონდის შემდეგი წლის კონცერტი პრეზიდენტ მაკრონთან იგეგმება.
ბონაპარტის სასახლეში 200-მდე სტუმარს ელოდებიან.
ფონდი “SOS Talents” პარიზის საახალწლო კონცერტში წელს მონაწილოებას ფონდის რვა სტიპენდიანტი მიიღებს - ოთხი საქართველოდან, სამი ლიტვიდან და ერთი რუსეთიდან. საქართველოდან მონაწილეები არიან - 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა - ახალქალაქიდან, 12 წლის ბარბარე ჩხაიძე - ბათუმიდან, 14 წლის - ილია ლომთათიძე თბილისიდან და 14 წლის ბარბარე თათარაძე ასევე თბილისიდან.
საერთაშორისო ფონდი “SOS Talents”2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა.