ხვალ თბილისში აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შეკრებილებს სიტყვით პრემიერმინისტრი მიმართავს. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. ღონისძიებაში მონაწილეობას უკრაინისა და მოლდოვის პრემიერმინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერი და მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ.
ქვეყნებს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებასაც. ღონისძიება ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ფორუმისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეცნო.
„იქნება შედეგზე ორიენტირებული ღონისძიება, სადაც ხელი მოეწერება სხვადასხვა დოკუმენტს, როგოც კერძო სექტორებს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას და ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ესტუმრებიან საქართველოს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ხდება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
შეფასება გააკეთა "საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ.
„ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ რეგიონს და რეგიონის მიღმა ლიდერებს ის საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს,“ - აღნიშნა სოფო ბალავაძემ.