„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თუ ვის დაუჭერენ მხარს სახალხო დამცველის პოსტზე. პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი უფლებადამცველი აპოლიტიკური ფიგურა იყოს და არ გაატაროს მმართველი პარტიის ინტერესები.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სასურველია პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეარჩიოს მომავალი ომბუდსმენი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მოახერხოს და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ხელისუფლებასთან ერთად, დანიშნოს ის ადამიანი მათ მიერ წარდგენილი, რომელიც არ იქნება სახელისუფლებო კანდიდატი, არ იქნება ადამიანი, რომელიც გაატარებს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს მომდევნო წლების განმავლობაში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.