18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"პატიმრობა არის გასაჩივრებული," - სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ადვოკატი

ვინ არის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული ერთადერთი პირი - დღეს სააპელაციო სასამართლოდან სხვადსხვა მედიასაშუალებებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული საედ დუდაევია და არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი. თუმცა დაკავებულის ადვოკატი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს არ ადევს გრიფით საიდუმლო, ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს ვინაობის გამჟღავნება. 

„საერთოდ კომენტარს არ ვაკეთებ არანაირს, სახელს და გვარსაც და ზოგადად, იმ ინფორმაციასთან, რაც ზოგადად გაინტერესებთ. ეს იყო ბრალდებულის პოზიცია, გრიფით საიდუმლო ამ საქმეს არ ჰქონდა,“ - განაცხადა ისანში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ. 

ქარქაშაძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წინასწარ პატიმრობაში დატოვება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

„აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობაში რა საკითხები გავასაჩივრეთ, ამაზეც ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ჩვეულებრივად, გასაჩივრებულია ის აღმკვეთი ღონისძიება, რაც სასამართლომ გამოიყენე, პატიმრობა არის გასაჩივრებული და ვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას,“ - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

დღის ამბები