24 ნოემბრს, ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ტრაგიკულ ღამეს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა დღეს სანდრა რულოვსმა. ის ბათუმში, შემთხვევის ადგილზე, სასტუმრო "ლეო გრანდთან" მივიდა, სადაც ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას მეორე დღეა პატივს მიაგებენ ოფიციალური პირები და რიგითი მოქალაქეები.