18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ

მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ.

რამდენიმე დღის წინ ადგილზე მიწა ჩამოიშალა ამიტომ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის საფრთხეც არსებობს. გარდა ამისა, მოსახლეობა მწვანე ნარგავების განადგურებასაც აპროტესტებს. ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების კაკლის ხეები და სხვადასხვა ხე-მცენარე ნადგურდება.

მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა, თუმცა ამ დროისთვის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები