დინამო არენაზე გულშემატკივარმა 200-მდე სკამი გაანადგურა.
ვანდალური აქტი "დინამოსა" და "ქუთაისის ტორპედოს" საჩემპიონო მატჩის დასრულებისას იმ ტრიბუნაზე მოხდა, რომელზეც ტორპედოს გულშემატკივარი იმყოფებოდა.
გულშემატკივრებმა სკამების ნამტვრევებისა და სხვადასხვა საგნებს სროლა დაიწყო. მატჩის მსვლელობისას "ტორპედოს" სექტორიდან რამდენჯერმე ისროლეს პეტარდები. ყველაზე შეურაცხმყოფელი კი გულშემატკივართა ერთი ნაწილის შეძახილები გახდა, მათ შორის იყო მოწოდება სტადიონის დაწვის შესახებაც.
მომხდარზე სავარაუდოდ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს, თუმცა დღეს არც დინამოს და არც ტორპედოს ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.