18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
5 წელი სახალხო დამცველის პოსტზე - უჩა ნანუაშვილი უმრავლესობის კრიტიკის ობიექტი არა ერთხელ გახდა

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილი "ქართული ოცნების" პირველი პირების კრიტიკის ხშირი ობიექტი იყო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კი სერგო მამასახლისის საქმეში სახალხო დამცველის აქტიურობამ გააღიზიანა. უკმაყოფილების ტონი ისმოდა საპარლამენტო ლიდერებისგანაც.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლებასთან ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადში დაეძაბა, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა. ნანუაშვილის აზრით, ხელისუფლების აგრესია მის მიმართ, სისტემურ პრობლემებზე აქცენტირებამ გამოიწვია. პოსტიდან ისე მიდის, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ვერ მიაღწია. ამბობს, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საქმეებზე პროკურატურის რეაგირება ნული იყო და არავინ დასჯილა.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ის 82 ხმით 18 წინააღმდეგ დაამტკიცა. 5 წლის თავზე მმართველი ძალა მისი ვადის ამოწურვამდე დღეებს ითვლის და შემცვლელის ასარჩევად ემზადება. მომავალ შემცვლელს რეკომენდაციებს უტოვებს, თვითონ კი ისევ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რჩება.

დღის ამბები