დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. "ლეოგრადში" დაღუპულებიდან ეკლესიაში 5 ცხედარია გადასვენებული. დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება.
ადგილზე ელოდებიან მეუფე დიმიტრის, რომელიც პანაშვიდს გადაიხდის. დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებენ ადგილობრივი მთავრობის წევრებიც.