ხმაური იყო პორკურატურასთან, დაპირისპირება პოლიციას და "ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კარვის დადგმა 2-ჯერ სცადეს.
დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
დაზარალებულები კვლავ მთავარ პროკურატურასთან რჩებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას და გამოძიების დასრულებას ითხოვენ.