18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
მესამე სექტორის შეფასებით, ევა გოცირიძის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას დააზიანებს

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით, არ იწონებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.

არასამთავრობო ორგანიზაციებს არგუმენტად ყველა ის სადაო გადაწყვეტილება მოყვათ, რომელიც ევა გოცირიძემ მიიღო ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის არის ლევან მურუსიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, როდესაც მან მხარი დაუჭირა მურუსიძე.

„ის კრიზისი, რაც საერთო სასამართლოში არის შექმნილი, დიდწილად განპირობებულია იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხრიდან, რომელთაგან ერთ-ერთი არის ევა გოცირიძეც, რომელმაც მხარი დაუჭირა გავლენიანი ჯგუფების გაძლიერებას სასამართლოში,“ - განაცხადა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის მიმართულებით ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ.

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ ევა გოცირიძის წარდგენა თანამდებობაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ევა გოცირიძე ძალიან კარგი იურისტია და როგორც კი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ძალიან კარგ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები