უზნაძის ქუჩაზე, 4 თვის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ, 19 წლის ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა შემთხვევის დეტალებზე ”კურიერთან ” პირველად ლაპარაკობს. მზია ახალაიას უჭირს ახსნა, რა მოხდა საბედისწერო ღამეს უზნაძის ქუჩაზე და რატომ გაიმეტა მამიდაშვილი მისივე ბიძაშვილმა სასიკვდილოდ. რობერტ ახალაია და ანა ხელაძე ფოთიდან თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. ისინი სტუდენტები იყვნენ.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის მამიდაშვილს რობერტ ახალაიამ ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, ყელი გამოჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, წინასწარი გამოძიების ეტაპზე მას ბრალი დაუმძიმდა და ახლა 21 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვისაც წარედგინა. გახდა თუ არა ძალადობა მკვლელობის მოტივი, ოჯახს საუბარი უჭირს.
მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე სასამართლო პროცესზე არ უსაუბარია არც თავად ბრალდებულს. ის დუმილის უფლებას იყენებს.
რობერტ ახალაია ახლა გლდანის ციხეშია მოთავსებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლის ახალგაზრდას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.