18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
"ქართულ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ე.წ. შაჰიდის ქამარი, მოსახლეობა პანიკაშია"-კახა თილიძე

ყოფილი სპეცრაზმელი კახა თილიძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სპეცოპერაცია დაუგეგმავი იყო და არ არსებობდა მართვის პუნქტი. ამასთან, მისივე თქმით ადგილზე ძალოვან უწყებებს არ ჰქონდათ კავშირი მედიასთან  და გარდა ამისა არ იყო უზრუნველყოფილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.

მისი თქმით საქართველოს ორი უძლიერესი ქვედანაყოფი ჰყავს და ორივე მათგანი საუკეთესოდ არის აღჭურვილი და საუკეთესოდ გაწვრთნილი სპეცრაზმელებით დაკომპლექტებული. კახა თილიძის განცხადებით ამ დანაყოფებიდან თავდაპირველად  არც ერთი არ იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გამოყენებული, იმ დრომდე, სანამ არ გარდაიცვალა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და არ მოხდა მათი ჩანაცვლება უფრო გამოცდილი ქვედანაყოფით.

მისი თქმით ძალოვანი უწყებების მაშინდელი ქმედება ბადებდა ეჭვს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ტერორისტები იყვნენ. ან მეორე, რომ არ სურდათ აჟიოტაჟის გამოწვევა და ამიტომ არ გამოიყენეს ის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც ფინანსდება აშშ-სგან.  

მისივე თქმით დღეს საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოება არ აქვს და ამის მიზეზი არის ის რომ ხელისუფლების ცვლილების დროს მოხდა პროფესიონალი კადრების გადინება, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები მხრიდან.

კახა თილიძის თქმით პირველად იქნა დაფიქსირებული ქართულ ისტორიაში ე.წ. „შაჰიდის ქამარი“. ამიტომ იმ ფონზე ,როდესაც ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს და საზოგადოება დამოკიდებულია ცალკეულ ჭორებზე, მოსახლეობაში ვრცელდება პანიკა. 

დღის ამბები