18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
არასამთავრობოები მმართველ გუნდს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

მესამე სექტორი მმართველ გუნდს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" პარლამენტს კანონპროექტის კენჭისყრაზე დაჩქარებული წესით გატანას სთხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკომიტეტო განხილვა ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა გაუგებარი მიზეზით გადაიდო. მათი თქმით, მმართველ გუნდში განუმარტეს, რომ საკითხზე პოზიციები ამ დრომდე ვერ შეჯერდა.

ცვლილებების მოთხოვნით მესამე სექტორი 10 დეკემბერს აქციის გამართვას გეგმავს.

„ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებთან კონსესუსზე მუშაობას აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ თუკი შესათანხმებელი იყო რაღაცეები, აქამდე უნდა შეთანხმებულიყო. ახლა სჯობს ამ კონკრეტულ ვითარებაში ვნახოთ კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც უკვე არის კონსენსუსური და მათ შორის არის ბევრი დათმობა გაკეთებული, რამდენად მოიპოვებს პარლამენტის მხარდაჭერას და რამდენად შეძლებს პარლამენტი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე.

დღის ამბები