საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის" ფარგლებში, საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო. ბროშურები, პროკურორებმა დღეს თბილისის მერიაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებში მიიტანეს.
საქართველოს პროკურატურის მიერ, კვირეულის ფარგლებში დამზადებულ საინფორმაციო ბროშურებში დაზარალებულის უფლებების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციების, ასევე, მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
ღონისძიების მსვლელობისას მოქალაქეებს ასევე გადაეცათ სამაჯურები კვირეულის სლოგანით - "დაინახე, განაცხადე, შეაჩერე!"