ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული, ბექა შატაკიშვილის ცხედარი, დღეს გორში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.
ტაძარში პანაშვიდი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გადაიხადა, რომელიც მისასამძიმრებლად გორში საგანგებოდ ჩავიდა.
გარდაცვლილის ოჯახს, მთავრობის წევრებმაც მიუსამძიმრეს.