მესტიაში, სოფელ ეცერის მაცხოვრებლებმა სავალი გზიდან რამდენიმე მეტრში, სავარაუდოდ ნაცემი მამაკაცი იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ 70 წლის მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 2 ადამიანი, ძმები შუკვანები დააკავა. ისინი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცისა და ძმების ოჯახს შორის კონფლიქტი იყო.
70 წლის მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.