18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
პრორუსული შეხედულებებით ცნობილი მეუფე იაკობი აშშ-ში ვიზიტის დროს მკვეთრად პროდასავლური განცხადებებს აკეთებს

საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი იერარქების ვიზიტი ვაშინგტონში მოულოდნელი განცხადებების თანხლებით გრძელდება.

ეპისკოპოსები, რომლებიც ცნობილები არიან საკუთარი პრორუსული შეხედულებებით, ყველასთვის მოულოდნელად თავისუფლებასა და ამ თვისუფლების მთავარ მტერზე - რუსეთზე ლაპარაკობენ.

განხილვის მთავარ თემად იქცა ვაშინგტონში მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც რუსეთის აკრიტიკებს და დასავლეთს მხარს უჭერს, დღეს მეუფე იაკობი ფიქრობს თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე ამერიკა საქართველოს მთავარი დასაყრდენია.

მოღალატე მეზობელი მეუფე იაკობისთვის ერთმორწმუნე რუსეთია, საუკუნოვანი რელიგიური ძმობის კრიტიკა ქორეპისკოპოსმა იაკობმა თავისუფლების სურვილით ახსნა. საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანმა მღვდელმთავარმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ ორგანიზებული დახურული კონფერენციის შემდეგ გამოხატა.

დისკუსია, რომელსაც სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავარი თემა რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია იყო. ქართველმა მღვდელმთავრებმა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს, სთხოვეს, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დახმარებასაც დაპირდნენ. კონფერენციაზე გამოჩნდა რომ ქართული ეკლესიის მთავარი სურვილი ქვეყნის ევროინტეგრაციაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები