20 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
TBC გალერეა და ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს წარუდგენს

მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ხელოვანის ნაცნობი და უცნობი ნამუშევრები. 6-თვიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ TBC გალერეა და ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს წარუდგენს.

ქართული თეატრის გამორჩეული მხატვრის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენისთვის სულ 30 ნამუშევარი შეირჩა, რომელთა რესტავრაციაც თვეების განმავლობაში თიბისი ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

აღდგენილი ესკიზების უმრავლესობას ფართო საზოგადოება პირველად ნახავს, მათ შორის პეტრე ოცხელის იმ ნამუშევრებსაც, რომლებიც რესტავრატორებმა სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

 

დღის ამბები