აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა სახალხო დამცველმაც და გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ომბუდსმენის განმარტებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ამ დრომდე არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
ახალხო დამცველი ხაზს უსვამს ასევე რომ კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სავარაუდოდ დამონტაჟებულია, რაზეც ომბუდსმენის ინფორმაციით, პროკურატურასაც მიუთითა, თუმცა უწყებას ამ ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
სახალხო დამცველი ექსპერტიზას და გამოძიების კვალიფიკაციის დამძიმებას ითხოვს.
„სამწუხაროა რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის შემდეგაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა დღემდე არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნდობა გამოძიების მიმართ გაჩნდეს საზოგადოებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო დამამძიმებელი მუხლებით უნდა მომხდარიყო საქმის აღძვრა, ასევე პრობლემურია ის, რომ დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მუხთარლის და მის ოჯახის წევრებს. ასევე მთელი რიგი კითხვის ნიშნები არსებობს გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.