18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
მათთვის მიუღებელია შეტევები სახალხო დამცველის ინსტიტუტზე - ომბუდსმენი ბრიუსელში შეხვედრებს აფასებს 

უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის რანგში ბოლო შეხვედრებს ბრიუსელში მართავს.

ნატო-სა და ევროპარლამენტში  მან ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებსა და ღია დაპირისპირებაზე ისაუბრა, რამაც უჩა ნანუაშვილის განცხადებით ბოლო პერიოდში კამპანიური სახე მიიღო. 

განიხილეს, გახმაურებული საქმეები, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა მათ შორის ჯეიმს აპატურაის, ანა გომეშს, რებეკა ჰარმსს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ შეტევებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატზე განხორციელდა ბოლო პერიოდში. მათთვის მიუღებელია ასეთი შეტევები დამოუკიდებელ ინსტიტუტზე. საუბარი ასევე შეეხო სხვა გახმაურებულ გახმაურებულ საქმეებს. მათ შორის მუხთარლის, ჩაბუქის, ციანიდის და სხვა მსგავს თემებზე გვქონდა საუბარი,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები