აგვისტოს ომის დროს რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ საქართველოში გაგზავნილი შეტყობინების გამო გასამართლებული ინგა თუთისანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
თუთისანი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 2013 წელს დააპატიმრეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მოგვიანებით რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი შეარბილა. იგივე ბრალდებით რუსეთში სულ ოთხი ქალი იყო დაპატიმრებული.
მათ 2008 წელს რუსული ჯარის გადაადგილების შესახებ საქართველოში მეგობრებს აცნობეს.