ბათუმში , სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილმა პრევენციული ზომების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მსგავსი ტრაგედია მომავალში თავიდან იქნას აცილებული. მთავრობის მეთაურის თქმით ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით უნდა გამკაცრდეს მშენებლობების და პროექტების დამტკიცების და ექსპულატაციაში მიღების პროცესი. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით უნდა შემოწმდეს უკვე არსებული შენობა-ნაგებობები, განსაკუთრებით კი საბავშვო ბაღები და სკოლები.
„მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების და პროექტის დამტკიცების და ექსპულატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი. აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების კონტროლი ამ მიმართულებით, აღრიცხვა. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და რა თქმა უნდა სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.