ფოთში, მაცივარსაწყობ „აისბერგში“ 40 წლამდე მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ტვირთით სავსე ყუთები დაეცა, რომელიც, სავარაუდოდ, გაყინული პროდუქტები ინახებოდა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ძირითადი დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით კომპანიაში განმარტებებს არ აკეთებენ.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით, რაც შრომის, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.