"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის მერიაში სავარაუდო კორუფციულ სქემაზე გააკეთეს განცხადება. მათი განმარტებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ იმ ქუჩების კეთილმოწყობისთვისაა თანხა გამოყოფილი, რომელთაც რეაბილიტაცია ერთხელ უკვე ჩაუტარდათ და სამუშაოები დასრულებულია. "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მიმართავს საქმის გამოძიების მიზნით.
“ხდება თანხების მითვისება და გათეთრება, საქმე გვაქვს კორუფციასთან, რის გამოც მოვითხოვთ, რომ ქალაქ ბათუმის მერიამ შეწყვიტოს მსგავს კორუფციულ სქემებზე ფიქრი,“ - განაცხადა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.
რაც შეეხება ბათუმის მერიას. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, ეს არის მრავალწლიანი პროექტები.