18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
უკრაინაში სასამართლოს შენობაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში სასამართლოს შენობაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში მოხდა. სასამართლო დარბაზში მამაკაცმა ორი ხელყუმბარა ისროლა და ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბრალდებულია. ერთ-ერთი დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, პროცესზე შარშან მომხდარი მკვლელობის საქმეს იხილავდნენ. მამაკაცი კი, რომელმაც განსასჯელებს ხელყუმბარა ესროლა, ერთ-ერთი მოკლულის მამა იყო. მან ყუმბარები დარბაზში მას შემდეგ შეიტანა, რაც მოსამართლემ სხდომა გადადო.

 

დღის ამბები