18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე" - "მედიის განვითარების ფონდმა" ახალი კვლევა წარადგინა

"მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე" - "მედიის განვითარების ფონდმა" დღეს ახალი კვლევა წარადგინა, რომელიც მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებებს შეეხება. კვლევაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მედია საშუალებების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას.

ორგანიზაციამ კვლევა 2017 წლის აპრილ-მაისში ქვემო ქართლში, აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და პანკისის ხეობის ჩაატარა. 

”ძირითადი ინფორმაციის წყაროები არიან ქართული ნაციონალური ტელე არხები და ამ მხრივ ლიდერობენ “რუსთავი 2“ და “იმედი“. დაკვირვების საგანი იყო 4 ენოვანი მედია და შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ტელევიზიებში განსაკუთრებით, რაც რუსულ მედიებთან შედარება აჩვენებს, რომ დომინანტი თემა მუსლიმებთან მიმართებაში იყო ადამიანის უფლებები, ეს ცხადია, აფგან მუხთარლის დაკავებას უკავშირდებოდა. ხოლო რუსულ მედიაში ტერორიზმი და აღმოსავლეთის კონფლიქტები,“ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.   

დღის ამბები