საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დღეს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი მოინახულეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ძალადობის მსხვერპლთა პრობლემები მოისმინეს, ასევე დეტალურად გაეცნენ ცენტრის საქმიანობას.
პრეზიდენტის განცხადებით, ის, ვინც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას და არ რეაგირებს მასზე, გარკვეულწილად ამ ძალადობის თანამონაწილეა.
“საქართველოში ქალებზე ძალადობა არის ფაქტი და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს არ ხდება ეს ჩვენ გვერდით, არანაირი ბრტყელ ბრტყელი განცხადებები ამას არ გადაფარავს. თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას უყურებს, არ რეაგირებს, გარკვეულწილად თანამონაწილეები ვართ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.