ემუქრებოდნენ თუ არა პოლიციელები მოქალაქეს ნარკოტიკების ჩადებით და ცოლის გაუპატიურებით - პროკურატურაში გიორგი პერტაიას დაკითხვა 4 საათს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ პერტაიას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა, როდესაც პერტაიას მტკიცებით, საპატრულო პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა. პერტაიას თქმით, პოლიციელები მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს კი, ავტომობილში მასთან ერთად მისი მეუღლე და 2 წლის შვილიც იმყოფებოდნენ.
სწორედ ამასთან დაკავშირებით მისცა ჩვენება პერტიამა პროკურატურას.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარის დიმიტრი ხაჩიძის თქმით, უახლოეს მომავალში ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზა.
“კითხვები იყო იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორ განვითარდა მოვლენები 26-27 ნოემბრის ღამით, როგორ მოხდა მისი დაკავება, რა ფორმებით მოხდა შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკური, ასე სიტყვიერი, გამოკითხა პერტაია ამასთან დაკავშირებით. შედგა შესაბამისი ოქმი, დაინიშნა ექსპერტიზა სამედიცინიო," - აღნიშნა ხაჩიძემ.