თბილისი 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძელი იქნება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება, როგორც თანამედროვე უცხოური კინონამუშევრები, ასევე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ახალი ფილმები.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზები, "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის. გადაწყვეტილებას ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური მიიღებს.