18 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
"ზალატაია კარონა" და "კონტაქტი" - კანონდარღვევით განხორციელებული ფულადი გადარიცხვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე 

თანხის გადარიცხვა თბილისიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევად ითვლება, თუმცა ამ ოპერაციებს ქართული ბანკები რუსული კომპანიების საშუალებით მაინც ასრულებენ. "ზალატაია კარონა" და "კონტაქტი" რუსეთის ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელთანაც ქართული საფინანსო ორგანიზაციები თანამშრომლობენ.

სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს საძიებო ველში აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვთ მითითებული. ამიტომ, საბანკო ოპერაციებს ნებისმიერი მოქალაქე რუსული სისტემის მეშვეობით ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევით ახორციელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ "ეროვნულმა ბანკმა" საგარეო უწყებასთან ერთად, მკაცრი რეგულაციები უნდა აამოქმედოს და ხელი შეუშალოს რუსული დანაშაულებრივი სქემის მუშაობას.

ფულადი გზავნილების სისტემაში რუსულ ინტერესებს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

აამოქმედებს თუ არა უკრაინის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს სანქციებს მიკრო საფინანსო ორგანიზაციისათვის, ჯერჯერობით უცნობია.

კანონის დარღვევით განხორციელებულ ტრანზაქციებზე "ეროვნულ ბანკში" აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისინი პასუხისმგებლები არ არიან.

დღის ამბები