22 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს - ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

მიხეილ სააკაშვილი 51-ე სკოლაში სწავლის დროს გარჩევებთან და ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას იხსენებს.

"მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.  

დღის ამბები