მაიკლ ფლინის მიერ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა პირველი განცხადება გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მის გუნდსა და რუსეთს შორის არანაირი საიდუმლო შეთანხმება არ არსებობდა.
მოგვიანებით ტრამპმა კიდევ ერთი კომენტარი ტვიტერის ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მაიკლ ფლინი FBI-სა და ვიცე-პრეზიდენტის მოტყუებისთვის დაითხოვა.
"ამ ტყუილებისთვის სცნეს ის დამნაშავედ. ეს სირცხვილია, რადგან მისი ქმედებები გარდამავალ პერიოდში იყო კანონიერი. არაფერი იყო დასამალი," - დაწერა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის გარემოცვისა და რუსეთს შორის კავშირების გამოძიების ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ბრალი ოფიცილურად ორი დღის წინ წაუყენეს.