22 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ხვალიდან თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია იწყება

"ევროკავშირი და პარტნიორები, მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" - ამ სახელწოდების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია იწყება ხვალიდან თბილისში.

ფორუმში 17 ქვეყნის პარლამენტის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერი გახსნიან.

კონფერენციის დეტალებზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

„ამ კონფერენციის მსჯელობის და მისი განხილვის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან, ამ თანამშრომლობის აწმყო და მომავალი,“ - აღნიშნა ხულორდავამ.

 

 

 

 

დღის ამბები