22 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

უწყების ცნობით, 2017 წლის 30 ნოემბერს, აღნიშნულმა პირმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.

დღის ამბები