22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
33 წლის მსაჯის, ილია ტუღუშის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია

რა გახდა 33 წლის მსაჯის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე უცნობია, მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ თუ არა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

33 წლის ილია ტუღუშის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მსაჯი ზეწოლის მსხვერპლია და საქმე გარიგებულ თამაშს უკავშირდებოდა. გარდაცვლილის მეუღლის მიერ დასახელებულთაგან ერთ-ერთმა პირმა ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ელოშვილის სახლში ვიზიტი დაადასტურა, თუმცა ლანჩხუთის გურიასა და თელავის გუნდებს შორის თამაშის ჩაწყობას გამორიცხავს.

გარდაცვლილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ლანჩხუთის გუნდისა და ფედერაციის წარმომადგენლები მსაჯს 5000 ათას ლარს სთხოვდნენ უკან, რომელიც თამაშის გასარიგებლად გადასცეს. თამაშის ჩაწყობას გამორიცხავენ სხვა მსაჯები.

ამავე თემაზე
დღის ამბები