08 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია მუშაობას იწყებს

დღეიდან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია მუშაობას იწყებს. ორგანიზაცია 15 კერძო კომპანიას გააერთიანებს, რომლის ძირითადი მიზანი განახლებადი ენერგიის სფეროში, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება.

ასოციაციამ უნდა მოახდინოს იმ რესურსების პოპულარიზაცია, რომელიც ქვეყანაში უკვე არსებობს და ხელი შეუწყოს კომპანიების გამჭვირვალე და სამართლიან კონკურენციას.

პრეზენტაციას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგამოფენო ცენტრში ელექტრო ტექნიკისა და კომუნიკაციების მეოთხე საერთაშორისი გამოფენა გაიხსნა.

დღის ამბები