07 დეკემბერი 2024,   06:00
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების ზარალს მერია აანაზღაურებს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების ზარალის ანაზღაურებას, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, თბილისის მერია საკუთარ თავზე იღებს. კახა კალაძე ამბობს, რომ 500 ლარი მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გადაცემული პირველადი კომპენსაციაა, ბინების ზარალის დაფარვა კი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაიწყება.

„თქვენ ვერ მოიყვანეთ ვერცერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას, ისნის გამგეობას ამ ადამიანებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 500 ლარი იყო გამოყოფილი, ორი თუ სამი ოჯახი იყო, ვისაც საცხოვრებელი ფართი დაეწვა, ელემენტარულად, ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, მათ ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები და თავიანთი პატარებისთვის რომ ტანსაცმელი ეყიდათ, იმისთვის იყო ეს თანხა გამოყოფილი. ყველა ხარჯს თავის თავზე ჩვენ ვიღებთ. როდესაც ჩვენ გვექნება დასკვნა, აუცილებლად დავიწყებთ სამუშაოებს, თუ ამის საშუალებას მოგვცემს დასკვნა, რეაბილიტირება ჩატარდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები