22 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ 

საყოველთაო სახალხო განხილვები დასრულებულია და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამეტში ინაცვლებს. დღეს პროექტზე უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. 6 ცვლილება, რომელიც ქვეყნის მთავარი დოკუმენტის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებიდან მალევე შედის, უმრავლესობის განმარტებით, ვენეციის კომისიის მოთხოვნით ხორციელდება.

„სამწუხაროდ, არ მოხდა კონსტრუქციული თანამშრომლობა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ჩვენ მივიღეთ ის კონსტიტუცია, რომელიც არის საქართველოს განვითარებისთვის უპრეცედენტოდ პროგრესული დოკუმენტი,“ - განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციის პარტიაზე მორგებასა და პროცესების გაუმჭვირვალედ წარმართვაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ოპონენტები განხილვებს ბოიკოტს უცხადებენ.

„კონსტიტუციას ჩვენ არ დავუჭერთ მხარს, ვინაიდან ეს ცვლილებები ფაქტობრივად არის ჯერ გაუარესებული მოქმედი კონსტიტუცია და შემდეგ ისევ ვენეციის კომისიის დაწუნებული და უკან დაბრუნებული საკითხები. ეს განხილვები უაზრობაა თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს არცერთი განხილვა არ მთავრდება ოპოზიციის აზრის გათვალისწინებით,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები