22 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე - გურამ დონაძე ერთ-ერთი მოწმის განმეორებით დაკითხვას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე ერთ-ერთი მოწმის განმეორებით დაკითხვას მოითხოვს.

გურამ დონაძის განმარტებით, კახაბერ აზარიაშვილი 2006 წელს დაწერილ განცხადებაში წერდა, რომ ავტომობილში, რომლითაც ბუტა რობაქიძესთან ერთად გადაადგილდებოდა, თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

დონაძე გამოძიებას მოწმის ინფორმაციის იგნორირებასა და დამალვაში ადანაშაულებს. ადვოკატის, კობა კობალაძის თქმით, გამოძიების განახლების შემდეგ აზარიაშვილი აღარ დაუკითხავთ.

პროკურორი, გიორგი ოსაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორების დაკითხვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ დასაკითხთა სიაში შეყვანილი პირების დაკითხვა მოხდება.

დღის ამბები