22 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები პროკურორის აცილებას მოითხოვდნენ, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება პროცესუალური დარღვევების ფონზე მოხდა.

ამ ეტაპზე მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ სააკაშვილს სასამართლო დარბაზში არსებული საპატიმრო კაბინიდან გამოსვლის საშუალება მისცა. ის ამ წუთას სხდომის დარბაზში, ადვოკატების გვერდით იმყოფება.

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ კიევის დროით 22:30 საათამდე უნდა მიიღოს. 

დღის ამბები