18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
სოციალურ ქსელში გვემუქრებოდა მე და ნიკა მელიას - ხატია დეკანოიძე ხათუნა ხოფერიაზე

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში "ენმ"-ის წევრის ეკა წამალაშვილის, კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის და ხათუნა ხოფერიას დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წვერმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერიამ მისი მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, რის შესახებაც მან ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა.

“ამ ქალბატონს გამოუქვეყნებია სოციალურ ქსელში ღია სტატუსი, სადაც გვემუქრება მე და ნიკა მელიას. მე მემუქრება განსაკუთრებით ფიზიკური ანგარიშსწორებით. ანუ, როდესაც ვნახე ეს პოსტი გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია, რომ რეალურად ეს იყო დაგეგმილი ქმედება, წინასწარ განზრახული ქმედება, ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმა ამ ქალბატონის მხრიდან და ამაზე ვესაუბრე გამომძიებელს, სხვათაშორის ეს ჩვენებაში გამომძიებელმა შეიტანა , როდესაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ანუ, ეს არის წახალისებული მთლიანად ზოგადად, საზოგადოებაში, მათ მხარდამჭერებში”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. დათო ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.

 ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები