06 დეკემბერი 2024,   08:23
ვრცლად
პარლამენტმა „სემეკის“ ახალ წევრებად დავით ნარმანია და გოჩა შონია დაამტკიცა

80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა „სემეკის“ ახალი წევრები დაამტკიცა. პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარადგინა - თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და "სემეკის" ყოფილი წევრი გოჩა შონია.

პარლამენტმა "სემეკის" ახალი წევრების კანდიდატურები განხილვის გარეშე დაამტკიცა. ოპოზიცია ორივე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდა.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს. 

დღის ამბები