20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ჩვენ ვეხმარებით და ვართ ჩართული ამ საერთო გამოწვევაში - ეკა ბესელია კრიმინოგენულ ვითარებაზე

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა, პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემაა პარლამენტში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ვითარება კანონმდებლობის დონეზე გამოსწორდეს.

„მივესალმები იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ძალიან ღიად, ობიექტურად და რეალურად აჩვენებს საზოგადოებას სურათს, სად არის კლება დანაშაულის კუთხით და სად არის ზრდა. და იქ, სადაც გვაქვს ცალკეული ძალადობრივი დანაშაულებების ზრდა, იქვე სამინისტრომ და მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, ახალი გეგმის და ახალი ხედვის რეფორმის პროცესში თანამშრომლობისკენ. ჩვენ ვეხმარებით და ვართ ჩართული ამ საერთო გამოწვევაში, რომ ჩვენმა კომიტეტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმუშაოს ერთობლივად, რომ ჩვენ საკანონმდებლო კუთხით სწრაფი ჩარევა მოვახდინოთ პრევენციის კუთხით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები