20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"დიდი სირცხვილი, ის დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი," - მიხეილ სააკაშვილის დაკავებას თვითმხილველი ეხმაურება

„ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, ის დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი, ისე, რომ არანაირი საბუთები არ წარმოუდგენიათ,“ - ეს განცხადება უკრაინაში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გააკეთა.

ის მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ 12-მდე პირი შევარდა კაფეში, რომლებსაც უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ფორმები ეცვათ.

„უცებ პირველ სართულზე დაიწყო ყვირილი, ვიღაც დააგდეს იატაკზე. 10-12 ადამიანი შემოვარდა, ფორმებზე უკრაინის საზღვრის დაცვა ეწერათ, შეეცადნენ, დაეკავებინათ სააკაშვილი, ის ჩასვეს თეთრ "ფოლკს ვაგენში" და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით,“ - აცხადებს თვითმხილველი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ოპონენტებს არ დაინდობს.

„ძალიან ცუდი საყურებელი იყო ის, თუ როგორ ექცეოდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს ოპონენტებისთვის თავზე ხელის გადასმას, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი,“ - აცხადებს თვითმხილველი.

მიხეილ სააკაშვილი, დაახლოებით, ერთი საათის წინ უკრაინაში დააკავეს.  

დღის ამბები